Friday, July 9, 2010

პროექტი

მთავარი იდეა რა ვიცით საქართველოს კუთხეების შესახებ?
მნიშვნელობა/აქტუალობა მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეს.
ამ პროექტით მოხდება სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნის განზოგადება–გაფართოება ძიების, კვლევის გზით;
მიზნები და შედეგები საქართველოს სხვადასხვა კუთხის უკეთ გაცნობა,საკუთარი აზრის ჩამოყალიბების და გადმოცემის,შთაბეჭდილების გადმოცემის,ჯგუფური მუშაობის,დაგეგმვის,მონაცემების ორგანიზების,ნამუშევრის წარდგენის უნარ–ჩვევების განვითარება
ბუნ.IV.9.მოსწავლე იკვლევს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს.
• იყენებს რუკას და მოიძიებს საქართველოს ძირითად ოროგრაფიულ ერთეულებს (მაგ.კავკასიონი,კოლხეთის დაბლობი);
• იყენებს რუკას და მოიძიებს საქართველოს ჰიდროგრაფიული ქსელის (მაგ.მტკვარი,რიონი,პალიასტომი,ფარავანი) შემადგენელ მნიშვნელოვან ობიექტებს,
• იყენებს ატლასს და კონტურულ რუკაზე დააქვს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები.
საქართველოს თითოეული კუთხის უკეთ შესწავლის მიზნით სასურველია მოსწავლეებმა გააკეთონ პლაკატი,კოლაჟი ან ალბომი .
შეფასების საგანი და პროცედურები ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,პლაკატის დამზადება,ზეპირი პრეზენტაცია.
თანამშრომლობა ჯგუფში,აქტიურობა მასალების მოძიებაში,პრეზენტაცია–წარდგენა.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ მოსწავლეებმა სახელმძღვანელოდან უნდა იცოდნენ ზოგადი ინფორმაციები ამა თუ იმ კუთხის მდებარეობის,ტრადიციების კულტურის შესახებ;

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი სასკოლო სახელმძღვანელო ‘’ბუნებისმცოდნეობა IVკლ. საბავშვო ენციკლოპედიები,ფოტოები ჟურნალ–გაზეთებიდან, ფორმატის ქაღალდები,კალამი,ფერადი ფანქრები,ან საღებავები,გამოკითხვის შედეგად გაკეთებული ჩანაწერები,ჩანახატები,მუყაო კოლაჟისთვის, კომპიუტერი, ინტერნეტში საძებნი ვებგვერდები:
Google.com
Wikipedia.org
სასწავლო პროექტის მსვლელობა გაკვეთილის დასაწყისში კლასს შევთავაზებ საპრეზენტაციო თემას, გავაცნობ პროექტის შინაარსს,მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრავ,რამდენი დღე დასჭირდებათ სამუშაოს შესასრულებლად (1 გაკვეთილი);
დავყოფ კლასს ჯგუფებად, ჯგუფები გადაინაწილებენ კუთხეებს და საქმიანობებს
(1 გაკვეთილი);
დაგეგმილი საქმიანობის შასაბამისად იწყებენ დავალებების შესრულებას, ინფორმაციის მოძიებას (3 დღე);
მოძიებული ინფორმაციიტ ამზადებენ პრეზენტაციას საპრეზენტაციო პროგრამაში (2 დღე);
წარადგენენ ნამუშევარს პრეზენტაციის სახით (1 გაკვეთილი)



* ** *** ****
პრეზენტაცია ვერ წარმოადგენს მასალას უჭირს მასალის წარმოდგენა საკმარისად კარგად წარმოადგენს მასალას კარგად წარმოადგენს მასალას
თანამშრომლობა არ თანამშრომლობს სხვებთან უჭირს თანამშრომლობა საკმაოდ კარგად თანამშრომლობს კარგად თანამშრომლობს
აქტიურობა არ აქტიურობს ძალიან იშვიათად ერთვება საგაკვეტილო პროცესში საკმაოდ აქტიურია აქტიურობს